ტილ შვაიგერი: ჰოლივუდი ერთი დიდი სიყალბეა, სადაც არც მეგობრობაა და არც სიყვარული (VIDEO)

ტილ შვაიგერი: ჰოლივუდი ერთი დიდი სიყალბეა, სადაც არც მეგობრობაა და არც სიყვარული (VIDEO)

ცნობილი  მსახიობი ტილ შვაიგერი ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში შვილებზე, ექს-მეუღლესა და ჰოლივუდზე საუბრობს.  ტილ შვაიგერი, გერმანიის ფარგლებს გარეთ ყველაზე ცნობილი გერმანელი ვარსკვლავი და  ერთ-ერთი საუკეთესო ევროპელი მსახიობია, რომელიც ამ პროფესიასთან  ერთად, ხანდახან სცენარისტისა და რეჟისორის  ფუნქციასაც ითავსებს.  ტილ შვაიგერს მსოფლიო აღიარება მოუტანა ტომას ჟანის 1997 წელს გადაღებულმა ფილმმა „კაკუნი სამოთხის კარზე“ (Knockin' on Heaven's Door). ამ როლის შემდეგ ტილმა კიდევ ათეულობით ფილმში ითამაშა. მათ შორის,  მბრბოლელი (Driven), ფეხშიშველი(Barfuss), მაცდური (Kokowääh), ლამაზუნა 1და 2( Zweiohrküken) , კურიერი (The Courier) და ა.შ.

მსახიობი 1995 წლიდან ყოფილ მოდელზე, ამერიკელ დანა კარლსენზე იყო დაქორწინებული, თუმცა ისინი 2009 წელს გაიყარნენ. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებზეც, ტილის აზრით, მშობლების გაყრა არ ასახულა.

„მე და ჩემი მეუღლე ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, ცოლქმრული ამბების დიდად არ მჯერა. გერმანიაში ქალები ბევრს მუშაობენ და მთლიანად არ ეკუთვნიან მამაკაცებს. ისინი მეტს ფიქრობენ საკუთარ თავზე. მგონია, რომ ქალისა და კაცის ურთიერთობაში ქორწინება არ თამაშობს დადებით როლს,“ -ამბობს მსახიობი.

რაც შეეხება ჰოლივუდს, მსახიობი აღნიშნავს, რომ ის ძალიან მოსაწყენი ადგილია. „არასდროს მიცხოვრია იქ და ამის არანაირი სურვილიც არ მაქვს. მხოლოდ სამუშაო ვიზიტით ჩავდივარ, მაქსიმუმ ნახევარი წლით, როცა რაღაც ფილმს იღებენ. ჩემთვის ჰოლივუდი ერთი დიდი სიყალბეა, ყველგან ასეა საითაც არ უნდა გაიხედო, ყველა საკუთარი თავის წარმოჩენითაა დაკავებული და იმას ფიქრობს, როგორმე ისეთი ადამაინი იპოვოს, ვინც კარიერის გაკეთებაში დაეხმარება. იქ არც მეგობრობაა და არც სიყვარული,“- ამბობს ტილი.