ცაგარეიშვილი: „ქართული ოცნება“ ვალდებულებებს ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებს

ცაგარეიშვილი: „ქართული ოცნება“ ვალდებულებებს ნაბიჯ-ნაბიჯ შეასრულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი ინტერესდება, პრეზიდენტის ფონდებიდან 400 მლნ ლარი რაში დაიხარჯა.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ცაგარეიშვილმა განაცხადა, ის ვალდებულებები, რომელიც „ ქართლმა ოცნებამ“ აიღო  ნაბიჯ-ნაბიჯ იქნება შესრულებული.

 „დაპირებები უმცირესობამ არ შეასრულა, დაწყებული 100 დოლარიანი პენსიით, დამთავრებული პროგრამის - „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“. ძალიან კარგად გვახსოვს, სარეზერვო ფონდები თუ რაში იხარჯებოდა. პრეზიდენტის ფონდიდან კი, დაახლოებით 400 მლნ ლარი რისთვის დაიხარჯა, სჯობს გამოამზეუროთ“, - მიმართა უმცირესობას ცაგარეიშვილმა.