გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის ხელახლა დაპატიმრებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაინიშნა.
საქალაქო სასამართლოს ცნობით, პროცესი დღეს 17:30 საათზე გაიმართება.
მთავარმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
რაც შეეხება ახალ ეპიზოდს, მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდს ეხება.