გახდება თუ არა პალესტინა გაეროს წევრი სახელმწიფო?

გახდება თუ არა პალესტინა გაეროს წევრი სახელმწიფო?

Reuters-ის ინფორმაციით, 29 ნოემებრი პალესტინის ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდეს-პალესტინა გაეროში დააყენებს საკითხს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიანიჭოს მას გაეროს წევრი სახელმწიფოს სტატუსი.
ამის შესახებ განაცხადება ავტონომიის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა გააკეთა.
Agence France-Presse-ის ინფორმაციით, აბასის ამ საკითხის შესახებ ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამასაც ესაუბრა ტელეფონით, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა პალესტინელების წინადადებას მხარს არ დაუჭერს. აბასმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელის მთვრობა პალესტინას „დამსჯელი ღონისძიებების“ გატარებითაც დაემუქრა, თუ ის გაეროში ამ საკითხის წამოწევას შეეცდებოდა.
2011 წელს პალესტინამ ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთხელ უკვე დააყენა, თუმცა მაშინ საბჭოს წევრები ვერ შეთანხმდნენ მიეღოთ ერთიანი გადაწყვეტილება.