დღეს, ნიუ-იორკის, ერთ-ერთ, ლიტერატურულ სახლში ცნობილი ამერიკელი მწერლის ჰერმან ვუკის ახალი წიგნის „კონგრესმენის“ პრეზენტაცია გაიმართა. 97 წლის ამერიკელი მწერლის ახალი რომანი თანამედროვე ადამიანების ცხოვრებასა და მათზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენაზე მოგვითხრობს. 234-გვერდიანი რომანი აერთიანებს „სმსების“, „მეილებისა“ და „სკაიპის“ შეტყობინების ჩანაწერებს. წიგნი კომედიურ ჟანრშია გადაწყვეტილი და მასში საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ფილმის გადაღებას ცდილობენ. როგორც ავტორი აცხადებს, ამ ფილმში, ერთ-ერთი, პერსონაჟი თავადაა. წიგნში აღწერილია ადამიანური ურთიერთობები, ფილმის გადაღების მცდელობის პროცესში: სიყვარული, ფინანსური მაქინაციები, რელიგური სკანდალები და ოჯახური კავშირების მთელი ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ მწერლის ბევრი რომანი ეკრანიზებულია, მათ შორის „კეინის აჯანყება“, „ომის ქარი“ და ა.შ ავტორი ამბობს, რომ ახალი რომანის ეკრანიზაციას უფრო ფრთხილად მიუდგება.
„არ ვარ დარწმუნებული რომ, რეჟისორები შეძლებენ ზუსტად გადმოსცენ რომანში არსებული, ის პატარა დეტალები, რომლებიც ჩემთვის, როგორც ავტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“-ამბობს ვუკი.
„კონგრესმენი“ ნათლად გვიყვება მწერლისა და მისი მეუღლის პირად ურთიერთობებზე, ალბათ ამიტომაა მისთვის ეს თემა სათუთი. ჰერმანი ყოველთვის აღნიშნავდა მეუღლისადმი დიდ სიყვარულს, ის 2003 წელს, მწერალთან 66 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაიღუპა.