ნატოს გენერალური მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შესაძლებელია ევროსაბჭოს თავმჯდომარის სავარძელი დაიკავოს მას შემდეგ, რაც მას უფლებამოსილების ვადა გაუვა. უფლებამოსილება კი რასმუსენს 2014 წლის ივლისში გასდის.
რასმუსენის პოლიტიკური ამბიციის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის კონგრესზე , რომელიც 8-10 ნოემბერს დუბლინში გაიმართა.
ევროსაბჭოს თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას ასევე ცდილობს ბელგიის ყოფილი პრემიერმინისტრი გი ვერხოფსტადტი, რომელიც ამჟამად ევროპარლაემნტში ლიბერალ-დემოკრატიულ ფრაქციას ხელმძღვანელობს.
ინტერნეტ- სივრცეში კიდევ ერთი ინფორმაცია ვრცელდება რასმუსენის შესახებ-ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რასმუსენმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგნელი კეტრინ ეშტონიშეცვალოს.