იასირ არაფატის სხეულის ექსგუმაცია დაიწყეს

იასირ არაფატის სხეულის ექსგუმაცია დაიწყეს

სააგენტო France presse-ის ინფორმაციით, დღეს პალესტინის ყოფილი ლიდერის იასირ არაფატის მავზოლეუმს გახსნიან და სპეციალისტები მისი სხეულის  ექსგუმაციას დაიწყებენ. სააგნეტოს ინფორმაციით, ეს პროცესი დაახლოებით ორ კვირას გასტანს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პალესტინელებმა საფრანგეთიდან, რუსეთიდან და შვეიცარიიდან მოიწვიეს სპეციალისტები იმის დასადგენად, იყო თუ არა პალესტინის ლიდერი ნამდვილად მოწამლული.

პალესტინის ლიდერი იასირ არაფატი 2004 წელს პარიზთან ახლოს ჰოსპიტალში გარდაიცვალა.გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულსისხლძარღვთა დაავადება დასახელდა. გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც არაბულმა ტელევიზია ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არაფატის პირად ნივთებში რადიოაქტიური ნივთიერება პოლონია იქნა აღმოჩენილი. იასირ არაფატის ქვრივმა სუხა არაფატმა პალესტინის ხელისუფლებას მიმართა და ოფიციალურად მოითხოვა ხელახალი გამოძიების ჩატარება.