ნიუ-იორკი 30 მილიარდ დოლარს ითხოვს

ნიუ-იორკი 30 მილიარდ დოლარს ითხოვს

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ქარიშხალ „სენდის“ შედეგების ლიკვიდაციისთვის 30 მილიარდი დოლარია საჭიროა.

გუბერნატორის განცხადებით, კომისიის წევრების დათვლით, აღსადგენია გზები, ხიდები, გვირაბები და მეტროპოლიტენის სადგურები, რომელსაც უზარმაზარი თანხები სჭირდება, საკამოდ დიდი თანხებია ასევე საჭირო დანგრეული სახლების ასაშენებლად და ბიზნესის დასახმარებლად გასაცემი კრედიტებისთვის, რომელსაც ქარიშხალმა დიდი ზიანი მიაყენა.

ქარიშხალმა „სენდიმ“, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს 121 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 50 დაღუპული სწორედ ნიუ-იორკის შტატის მაცხოვრებელი გახლდათ.