პენტაგონის განაცხადებით , ამერიკის დაზვერვის შეფის დევიდ პეტრეუსის გარდა, სასიყვარულო კავშირებსა დასაიდუმლო ინფორმაციის გაცემაში, ავღანეთში ნატოსა და ამერიკის სამხედრო ძალების კიდევ ერთი გენერალი ჯონ ალენი აღმოჩნდა გარეული.
ამერიკის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ ირიბად დაადასტურა კიდეც ეს ინფორმაცია, როდესაც ბარაკ ობამას ჯონ ალენის ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელის პოსტზე დანიშვნისგან თავის შეკავება ურჩია.
Reuters -ის ინფორმაციით, ჯონ ალენი დაადანაშაულეს ჟურნალისტ ჯილ კელისთან სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა, Washington Post -ის ინფორმაციით, სადაზვერვო სამსახურს არა ალენის სასიყვარულო კავშირები, არამედ ჟურნალისტისთვის სამხედრო საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა აინტერესებს. საუბარია 2000 მეილზე , რომელსაც ჟურნალისტი ალენისგან იღებდა.
სწორედ ჯილ კელი გახლდათ ის ქალბატონო, რომელმაც სადაზვერვო სამსახურს მიმართა და აცნობა, რომ მას დევიდ პეტრეუსის საყვარელი პოლა ბრადუელი მას ემუქრებოდა.