ესპანური თეატრის პროტესტის ორიგინალური ფორმა

ესპანური თეატრის პროტესტის ორიგინალური ფორმა

ერთ-ერთ, ესპანურ თეატრში კულტურის სფეროში დღგ-ს გაზრდა ორიგინალური ფორმით გააპროტესტეს. თეატრში მისულ სტუმრებს, ბილეთების ნაცვლად სალარომ სტაფილო შესთავაზა. ვაჭრობა თეატრის სალაროში გაიმართა.

მსახიობები და მათ ირგვლივ შეგროვილი ხელოვანი ხალხი აცხადებს, რომ ეს პროტესტი ხელისუფლების გაფრთხილებაა, რადგან მათ მიერ მიღებული ახალი კანონი, (რომელიც კულტურის სფეროში დღგ-ს21% -ით ზრდას ითვალისწინებს) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,-„კულტურას კლავს“.  „თეატრებში ხალხი ისედაც ვერ დადის და გაზრდილი ფასებით მათი რიცხვი გაცილებით შემცირდება“-ამბობენ ისინი.

ინიციატივამ წარმატება მოიპოვა, იდეას მხარი ქალაქის მერმაც კი დაუჭირა. დარბაზში 350-ივე ბილეთი გაიყიდა. კარები დაიკეტა  წარწერით,- „სტაფილო  მორჩა.“