ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ ბანკები საპროცენტო განაკვეთს შეამცირებენ.
როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, ხადურმა განცხადა, კრედიტების საკითხზე ხშირად საუბრობენ და მთავრობის მიზანია, ამ საკითხზე, ბანკებთან იმუშაოს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მუშაობას აგრძელებს და შესაბამისად, სხვა მექანიზმი არ არის.
„ბანკები გარიგებულები არ უნდა იყვნენ და ქვეყანაში კონკურენცია უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოხდება“, - დასძინა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტს კვლავ ძველი ხელისუფლების კადრი გიორგი ქადაგიძე იკავებს.