ცნობილი მსახიობი ტომ კრუზი, წელს 50 წლის გახდა. უდავოა, რომ მსახიობი ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურება. ის დღემდე ჰოლივუდის, ერთ-ერთი, ყველაზე სიმპათიური მამაკაცია და ქალბატონების გულის მოგებას უწინდებურად წარმატებით ახერხებს. როგორც მსახიობი, ერთ-ერთ ამერიკულ გამოცემასთან საუბარში ამბობს, 50 წლის ასაკთან ერთად, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. თავს შესანიშნავად გრძნობს და ახალ ეტაპს ახალი გეგმებით იწყებს.
რაც შეეხება, თავად იუბილეს, ტომი აღნიშნავს, რომ მისთვის ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა არასდროს ჰქონია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოვლენები აღმოჩნდა მის ცხოვრებაში საბედისწერო და ვინ შეცვალა ის სასიკეთოდ, ტომი პასუხობს, რომ მისთვის ასეთი დამიანი ყოველთვის დედამისი იყო. „მე მოზარდი ვიყავი, როცა დედამ, ჩემს სამ დასთან ერთად კანადიდან ამერიკაში წამომიყვანა. მამა კანადაში დარჩა და არც ერთხელ არ გადაუხდია ჩვენთვის ალიმენტი. ძალიან მოკრძალებულად ვცხოვრობდით, თუმცა დედამ მოახერხა ღირსეულად აღვეზარდეთ. ჩვენ ყოველთვის ოპტიმიზმით ვუყურებდით ცხოვრებას.
მეორე ადამიანი კი, ვისი დიდი მადლიერიც ვარ, ჩემი ყოფილი მეუღლე ნიკოლ კიდმანია. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ მას, ამ ადამიანს წარმოუდგენლად ძლიერი სულიერი ძალა და სილამაზე აქვს, მე მის სულიერ სილამაზეზე ვსაუბრობ“-აღნიშნავს მსახიობი.
თავისი განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტებიდან ტომმა ბავშვობის დროინდელი მოგონება გაიხსენა, რომელმაც მასზე დიდი გავლენა მოახდინა. „უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩემს ბავშვობაში, 70-იან წლების შობის წინა საღამო იყო. ბავშვებს დედამ გამოგვიცხადა, რომ არ ეყო ფული საჩუქრებისთვის და სანტა ჩვენთან არ მოვიდოდა, თუმცა ისიც გვითხრა, რომ ამის გამო არ ღირდა, დღესასწაული ჩაგვეშხამებინა. შემოგვთავაზა, მთელი შობა სიკეთის კეთებაში გაგვეტარებინა და ერთმანეთისთვის კეთილი ჯადოქრები გავმხდარიყავით. ჩვენც ასე მოვიქეცით, ვეხმარებოდით დედას სადილის მომზადებაში, დალაგებაში. ნაძვის ხის მორთვაში.. ჩემი დები ქაღალდის საშობაო დეკორაციებს ამზადებნენ ... ერთი სიტყვით, ჩვენ მშვენივრად შევხვდით შობას... მე კი მივხვდი, რომ რაც არ უნდა გიჭირდეს, სულით არასდროს არ უნდა დაეცე, რადგან ყოველთვის, ყველა სიტუაციიდან მოიძებნება გამოსავალი,“-ამბობს ტომი.