„ქდმ“ მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისათვის 100 ათასი ქართველი მოწამის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის

„ქდმ“ მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისათვის 100 ათასი ქართველი მოწამის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნისათვის 100 ათასი ქართველი მოწამის სახელის დარქმევის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ დღეს დიდუბის პანთეონთან განაცხადა.

მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატები“ უერთდებიან 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო მსვლელობას მეტეხის ხიდის მიმართულებით.

როგორც მან აღნიშნა, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, რომ მეტეხის ხიდსა და ევროპის მოედანს, სადაც 100 ათასი ქართველი მოწამე აღესრულა, მათი სახელი ეწოდოს.

გაბუნიას განმარტებით, აღნიშნული საკითხი საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში უკვე შეტანილია განსახილველად.