„საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით, გუშინ, 00:00 სათზე პროექტი „ჩეკების გათამაშება" შეწყვიტა.
შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან და მარკეტინგის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პროექტის შეწყვეტის მიზეზი მწირი ფინანსური რესურსი, ასევე, პროექტის არაეფექტურობა იყო.
ანალიტიკოსთა შეფასებით, ჩეკების გათამაშებას ეფექტი, პროექტის რეალიზების მხოლოდ პირველ ეტაპზე ჰქონდა.
„ჩეკების გათამაშება" 2012 წლის 18 აპრილს დაიწყო და მიზნად ჩეკების ამორტყმის უზრუნველყოფის წამახალისებელი მექანიზმის შექმნასა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას ისახავდა. საქართველოს მთავრობის #637, დადგენილებით, პროექტისთვის განისაზღვრა საპრიზო ფონდი. დაფინანსება შემოსავლების სამსახურის საკუთარი შემოსავლებიდან ხორციელდებოდა.