2004 წლის მაისში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მზის" წილის დათმობა ჩხარტიშვილს პირადად მოსთხოვა. ამის შესახებ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ „მზის" ერთ-ერთ დამფუძნებელთან ელდარ მდინარაძესთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
გაბუნიას განცხადებით, ტელეკომპანია „მზის" დამფუძნებლების მოთხვნით გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და დავით ბეჟუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურას 15 ნოემბერს მიმართავს.
მისი თქმით, როცა სააკაშვილმა ვანო ჩხარტიშვილი დაიბარა, შეხვედრას ვანო მერაბიშვილიც ესწრებოდა და ჩხარტიშვილს უთხრეს, რომ მზის 100%-იანი წილი დავით ბეჟუაშვილის „საქცემენტისთვის" გადაეფორმებინა.
„ეს მოხდა იძულებით, ხოლო ამ პროცესში მონაწილეობდა გიგი უგულავაც. კერძოდ, ვანო ჩხარტიშვილზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი, რადგან მას 8 წლის შვილიშვილის გატაცებითა და ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. ეს ბავშვი 23 დღის განმავლობაში პრაქტიკულად, გატაცებული იყო, ოჯახს მხოლოდ ეუბნებოდნენ, რომ ცოცხალია. ამის შემდეგ ჩხარტიშვილი იძულებული გახდა „მზე" დაეთმო. აღნიშნული ტრანზაქციისთვის თითქოს მას 144 000 დოლარი გადაუხადეს, თუმცა სინამდვილეში ჩხარტიშვილს თეთრიც არ მიუღია" - განაცხადა გაბუნიამ.
ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ელდარ მდინარაძის შეფასებით, „მზის“ წართმევა დააჩქარა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით გადაცემაში „არჩევნის ზღვარზე" წამყვანის მიერ დასმულმა უხერხულმა კითხვებმა და უკვე ტელეკომპანიის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, მას დავით ბეჟუაშვილის