ტელეკომპანია „იმედის" გენერალურ დირექტორად რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბაია ცანავაც ადასტურებს.
მისი თქმით, საყევარიშვილი თავისი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. რევაზ საყევარიშვილი ჟურნალ Forbes Georgia-ს ყოფილი მთავარი რედაქტორია.