ხადური: საქართველოში საგადასახადო ოაზისები აღარ იქნება

ხადური: საქართველოში საგადასახადო ოაზისები აღარ იქნება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის მტკიცებით, საქართველოში საგადასახადო ოაზისები აღარ იქნება.  პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, ფინანსთა მინისტრმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრებზე ისუაბრა, რის შემდეგაც დეპუტატთა კითხვებს უპასუხა.

სხდომაზე უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა მთავრობა იყენებს თუ არა ბიუჯეტს პოლიტიკური მიზნებისთვის, რადგან საშემოსავლო სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა.

მინისტრის განცხადებით, ტელევიზიაში საშემოსავლო სამსახურის შესვლის მიუხედავად, მაუწყებელში დასაქმებულ ადამიანებს მუშაობაში ხელი არ ეშლებათ.

„საქართველოში საგადასახადო ოაზისები აღარ იქნება. ის პერიოდი, როდესაც  ვინმეს ამოწმებდნენ, მაგრამ უკან ზარის განხორციელების შემდეგ გამოდიოდნენ. ყველა გადამხდელი იქნება შემოწმებული. რაც შეხება მაუწყებელს, ტელევიზიას კვლავ დავალიანება აქვს, ტელეკომპანია „კავკასსიას“  ინკასო 2, 5 ლარის გამო დაადეს, მაშინ, როდესაც სამი ტელევზიიისთვის 20 მლნ ლარის პატიება მოხდა. მაინტერესებს პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ  როგორ იყო?“, - დასძინ მინისტრმა.