პარლამენტს ახალი 10 ახალი დეპუტატი ჰყავს

პარლამენტს ახალი 10 ახალი დეპუტატი ჰყავს

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე 10 ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასული რამდენიმე დეპუტატის  ადგილმონაცვლეები დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.

კერძოდ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილმა ჩაანაცვლა, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - მახირ დარზიევმა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე - თამაზ მეჭიაურმა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური - ალექსანდრე თამაზაშვილმა,  სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი - თენგიზ ხუბულური,  ალექსი პეტრიაშვილი - თამაზ შიოშვილმა, კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია - ოთარ ჩრდილელმა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი - ფრიდონ საყვარელიძემ, ხოლო გელა ხვედელიძე – დავით ლორთქიფანიძემ. 


იქედან გამომდინარე, რომ კახი კალაძე, თეა წულუკიანი და არჩილ კბილაშვილი სამტრედიის, ნაძალადევისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, პარლამენტში სამი დეპუტატის ადგილი ცარიელია და ამ ოლქებში, განმეორებითი შუალედური არჩევნები ჩატარდება.