გიორგი ტუშუღს უფლებამოსილება შეუწყდა

გიორგი ტუშუღს უფლებამოსილება შეუწყდა

პარლამენტმა ყოფილ სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს უფლებამოსილება შეუწყვიტა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, კანონმდებლებმა ყოფილ ომბუდსმენსა და ყოფილ მინისტრს უფლებამოსილება  103 მომხრე ხმით შეუწყვიტა.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აღნიშნული პოსტი ვაკანტურია.

სპიკერმა შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოუწოდა სახალხო დამცველი პოსტზე კანდიდატები უახლოეს მომავალში წარადგინონ.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენის პოსტზე გიორგი ტუღუში რამდენიმე წლის წინ დაინიშნა. თუმცა, პატიმრების ცნობილი სკანდალური კადრბის შემდეგ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის პოსტი შესთავაზა, რომელსაც ტუშუღი დათანხმდა.