„წმინდათა ომი“ : 80 წლის მღვდელმა 81 წლის კოლეგას ყური მოაჭამა

„წმინდათა ომი“ : 80 წლის მღვდელმა 81 წლის კოლეგას ყური მოაჭამა

ავსტრალიური მედიის მიერ გახმაურებული  „წმინდათა ომის“ სახელით ცნობილი დაპირისპირება დასრულდა. საქმე ეხება  კათოლიკე მღვდლებს შორის მომხდარ ინციდენტს,  დაპირისპირებას 80 წლის მამა თომას ჰენრი ბირნსა და 81 წლის მამა თომას ჯოზეფ სმიტს შორის,  რომელიც  ავტოსადგომთან დაკავშირებით წარმოიშვა.  როგორც გაირკვა, მამა ჯოზეფ სმიტმა თავისი ავტომანქანა, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მამა ჰენრის ავტომანქანის ადგილზე დააყენა. მამა ჰენრიმ მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაენთავისუფლებინა მისი ადგილი, მამა ჯოზეფი არ დაემორჩილა, ჰენრი გაცხარდა და კოლეგას ჯერ ყურზე უკბინა შემდეგ კი, სახეში მუშტი უთავაზა.

მამა ჯოზეფს  სასწრაფო დახმარება და დაზიანებულ ყურზე დაუყონებლივი  ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

მამა ჰენრი კი, პოლიციამ  სხეულის განზრახ დაზიანების ბრალდებით დააკავა.  სასამართლო პროცესზე ის  გაანთავისუფლეს.  „წმინდათა ომი“ იმით დასრულდა, რომ  მოსამართლემ მამა ჰენრის, მამა ჟოზეფთან ოცაათი მეტრის რადიუსში მიახლოება აუკრძალა.  აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ორივე მღვდელი ერთ სახლში ცხოვრობს.