რასმუსენი საქართველოში ყველა პარტიას დემოკრატიის უმაღლესი  სტანდარტების მიღწევისთვის ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს

რასმუსენი საქართველოში ყველა პარტიას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების მიღწევისთვის ერთად მუშაობისკენ მოუწოდებს

ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი სოციალურ ქსელ „ტვიტერ“-ის საკუთარ გვერდზე განცხადებას ანთავსებს, სადაც საქართველოში ყველა პარტიას მოუწოდებს,  დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების მიღწევისთვის ერთად იღვაწონ.

 ჩანაწერი „ტვიტერზე“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ არის გაკეთებული.

გვერდზე აღნიშულია ისიც, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მიხეილ სააკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება კიდევ ერთხელ მიულოცა და ხაზი გაუსვა ალიანსის ერთგულებას ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობებისადმი.

ამასთან, როგორც ცნობილია,  გუშინ გავრცელდა ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება საქართველოს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რასმუსენმა არჩევნების შედეგად მოსული ახალი მთავრობის მიერ ოპონენტების დაკავების გამო შეშფოთება გამოთქვა.

რასმუსენმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იყოს.

„მე უკიდურესად შეწუხებული ვარ არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებით, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება. ამ საკითხების გადაწყვეტა სასამართლო სისტემის პრეროგატივაა,  მაგრამ ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ ასეთი საქმეები პოლიტიკური ჩარევის გარეშე განიხილებოდეს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას ამ მიმართულებით“, - განაცხადა რასმუსენმა პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე.