სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს კიდევ 38 პატიმარი დატოვებს. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 32 პატიმარი გათავისუფლდება, ამასთან, 2 პატიმარი ქსნის ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებას დატოვებს.
პატიმრები სხვა დაწესებულებებსაც დატოვებენ. სამინისტროს ინფორმაციით, პატიმრები დღის მეორე ნახევრიდან გათავისუფლდებიან.