სახალხო დამცველის პოსტზე დიმიტრი ლორთქიფანიძის წარდგენის მოთხოვნით, ,, ქართული ოცნების" ოფისთან საზოგადოების წარმომადგენლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს. ამჯერად, პატიმართა, მათი ოჯახის წევრების და ადვოკატების მოთხოვნას, ვეტერანები და განათლების სამინისტროს თანამშრომლებიც შეუერთდნენ.
მათი განცხადებით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ლორთქიფანიძე ყველაზე კარგად შეძლებს მათი უფლებების დაცვას და ახალ მთავრობას მიმართავენ , არჩევანი სწორედ დიმიტრი ლორთქიფანიძეზე შეაჩეროს.
,, ჩვენ გვინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს და ომბუდსმენის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინიშნოს. ამ ადამიანს ნამდვილად შეუძლია ჩვენი, ყველას უფლებები დაიცვას", - განაცხადა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ლექტორმა ზიზი ლორიამ.