სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მინიმუმ 110 ადამიანი დაიღუპა სირიის დედაქალაქ დამასკოში დაბომბვების შედეგად , მათ შორის 39 სამოქალაქო პირი და 35 უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი.
სახელმწიფო ტელევიზია იუწყება, რომ დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. აქტივისტების თქმით, ხელისუფლების გამანადგურებლებმა დაბომბეს ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ჰარასტა.
,,სიტუაცია ცუდია და კიდევ უფრო უარესდება’’- განაცხადა მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
გაეროში მოღვაწე ლახდარ ბრაჰიმმა კი განაცხადა, რომ ისინი არ დაეცემიან მორალურად და იმედი გამოთქვა მალე სიტუაციის დარეგულირების და ქვეყანაში
მშვიდობის დამყარების.
ადამიანის უფლებათა დამცველ სხვადასხვა ორგანიზაციებსდაღუპულების შესახებ განსხვავებული ინფორმაცია აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა დამცველები 35 000ზე მეტ დაღუპულს ითვლიან, ხოლო გაეროს მონაცემებით კი სულ ცოტა 20 000 ადამიანი დაიღუპა.