საპარლამენტო უმცირესობის შემადგენლობა ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი გოზალიშვილმა დატოვა და დამოუკიდებელ მაჟორიტარად გასვლა მოითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, გოზალიშვილმა უმცირესობისა და მასში შემავალი ფრაქციის "ნაციონალური მოძრაობა –რეგიონები" დატოვების თაობაზე ოფიციალურად პარლამენტის ბიუროს უკვე მიმართა.
ამასთან, გოზალიშვილი ირწმენება, რომ უმცირესობის შემადგენლობის დატოვების თაობაზე უმრავლესობის მხრიდან არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
ცნობისთვის - მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის" სახელით გასულმა ხუთმა დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანების შესახებ პარლამენტის პირველივე სხდომაზე თქვა უარი. ესენი არიან - გოგი ლიპარტელიანი, გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, კახა ოქრიაშვილი და სერგო ხაბულიანი.