ნიგერიის ჩრდილოეთით, ქალაქ კადუნაში დაუზუსტებელი ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა კათოლიკური ეკლესიის აფეთქებისას.
დაშავებულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. ადგილობრივი პრესა დაღუპულ 15 ადამიანზეც საუბრობს. თვითმკვლელი ტერორისტი ჯიპის მარკის ავტომობილით ეკლესიის კედელს შეასკდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ორგანიზაციას არ აუღია. ვვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს ექსტრემალური მუსლიმური ორგანიზაცია „ბოკო ხარამი“, რომელსაც აქამდე არაერთხელ მიუღია მონაწილეობა მსგავს ტერორისტულ ქმედებებში.
მძლავრმა აფეთქებამ ეკლესიის გარშემო სახლებიც დააზიანა, დაზარალებულთა ნაწილი სწორედ მეზობელი სახლების მაცხოვრებლები არიან.