საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სასჯელაღსრულების #1 დაწესებულებაში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, პატიმრების მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და პრეზიდენტი მოწყალებას გაიღებენ და პატიმრებს გაათავისუფლებენ.
„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ლოცვით და ჩვენი ხელისუფლების ნებით, ჩვენი პატიმრები გათავისუფლდებიან. აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ ლოცვა და შევთხოვ უფალს, გაგვაძლიეროს. იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტი და სხვანი მოიღებენ მოწყალებას და პატიმრებს გაათავისუფლებენ. ღმერთმა დალოცოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს ციხეებში სხედან. ჩვენთან არს ღმერთი!“, - ბრძანა პატრიარქმა.
ცნობისთვის, პატრიარქი სოზარ სუბართან ერთად, სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებასაც სტუმრობდა.