ჰერცოგინია ქეითის უმცროსმა დამ, პიპა მიდლტონმა პირველი საავტორო წიგნი გამოუშვა. წიგნი უბრალო, ყველასთვის გასაგები ენიტაა დაწერილი და მოიცავს რჩევებს, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოვაწყოთ სადღესასწულო წვეულებები, რომანტიული საღამოები, მდიდრული ვახშმები და ა.შ. წიგნის სახელწოდებაა „Celebrate: A Year of Festivities for Families and Friends“
ამ წიგნშის მიხედვით საღამოების ორიგინალურად მოსაწყობად სულაც არ არის აუცილებელი ბევრი ფულის ხარჯვა. ავტორი გვირჩევს, ფულის ფლანგვას თავი მაქსიმალურად ავარიდოთ, რადგან სასიამოვნო და თვალისმომჭრელი გარემოს შექმნა მის გარეშეც მარტივადაა შესაძლებელი.
მაგალითად, ჰელოვინის მოსაწყობად საკმარისია, ძველი ფარდები, ძველი გადასაფარებლები, გადანახული ნივთები და ა.შ. მის აზრით ატრიბუტების მაღაზიაში ყიდვა მხიარულების გარანტია სულაც არ არის, ამიტომაც ფიქრობს, რომ უკეთესია, საინტერესო ატრიბუტები საკუთარი ხელით შევქმნათ.
რაც შეეხება, სადღესასწაულო ვახშამს, პიპა თვლის, რომ კულინარიული შედევრის მიღება იაფიანი პროდუქტებითაც შესაძლებელია. წიგნში მოცემულია რეცეპტები, და მითითებები, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მარტივად დამზადება.