61 წლის ბრაზილიელი, რომელიც 30 წელი უნაყოფო იყო  ტყუპების დედა გახდა

61 წლის ბრაზილიელი, რომელიც 30 წელი უნაყოფო იყო ტყუპების დედა გახდა

 

61 წლის პენსიონერი  ბრაზილიიდან ორი ტყუპის  დედა გახდა. ის, ერთ-ერთი, ყველაზე ასაკოვანი ქალბატონია სამხრეთ ამერიკაში, რომელიც სიბერეში დაფეხმძიმდა. 61 წლის ანტონია ასტი და მისი 55 წლის მეუღლე ხოსე, უკვე 30 წელია ერთად არიან. მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში შვილი არ უჩნდებოდათ. 51 წლამდე ანტონიამ ყველა გზას მიმართა, გააცნბიერეს თუ არა, რომ დაორსულება ბუნებრივად შეუძლებელი იყო, ამის ხელოვნური განაყოფიერების გზით გაკეთება გადაწყვიტეს, ექიმებმა სამწუხაროდ ანტონიას დედობისთვის ზედმეტად ასაკოვნად ჩათვალეს. წყვილის ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა, როგორც ჩანს  იმედგაცრუებულ მშობლებს ხელი მაინც არ ჩაუქნევიათ და სასწაულიც მოხდა,  ხანდაზმულ მეუღლიეებს ღმერთმა ქალ-ვაჟი ერთდროულად აჩუქა. 

გახარებულმა მშობლებმა შვილებს რობერტო და სოფია დაარქვეს.  ბავშვები ჯანმრთელები არიან, მშობლები ღმერთს მადლობას უხდიან ამ დიდი საჩუქრისთვის და ამბობენ, რომ მათ ბოლომდე შესწევთ ძალა, რომ ღირსეული მშობლები იყონ და პატარების სანიმუშოდ აღზრდასაც გეგმავენ.