პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის კანცელარიაში აშშ-ის ელჩს რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს პრეზიდენტ ბარაკ ობამას მილოცვის წერილი გადასცა.
ნორლანდის თქმით, მისთვის დიდი პატივია, გადასცეს პრემიერ-მინისტრს მილოცვის წერილი, ასევე უსურვოს მას წარმატება პრემიერ-მინისტრის რანგში.
ნორლანდმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება და აშშ გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.
რაც შეეხება, ივანიშვილის აშშ-ში ვიზიტს, ნორლანდის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ეს საკითხი განხილული არ ყოფილა.
ცნობისთვის, ამერიკის ელჩამდე პრემიერ-მინისტრმა შეხვედრები გამართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრთან.