სოფლის მეურნეობის მინისტრის დავით კირვალიძის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მილიარდიანი ფონდის შექმნა იწყება.
ამის შესახებ კირვალიძემ ჟურნალისტებს მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, ამ პროგრამების ნაწილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილი კი ფონდიდან.
„საუბარი შეეხება ყველა საკითხს, ჩვენ სამომავლო სტრატეგიას, თუ რა უნდა გაკეთდეს მომავალი წლიდან, იქნება ეს დაკავშირებული სერვის-ცენტრებთან, ირიგაციის სისტემასთან, ნიადაგის დამუშავებასთან და ა.შ ნაწილი ამ პროგრამებისა, ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილი კი ფონდიდან", - აღნიშნა კირვალიძემ.