ევროპაში პირველი თოვლი უკვე მოვიდა. საფრანგეთის ქალაქ გრენობლეაში თოვლის საფარმა 25 სანტიმეტრს მიაღწია. ქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რადგან სადენებმა თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
რთული მდგომარეობაა შვეიაცარიასა და საფრანგეთის სხვა რეგიონებიც. ევროპა ზამთარს ჯერ არ ელოდებოდა, ამიტომაც მუნიციპალიტეტების უმრავლესობა ადრეულ ყინვებსა და თოვლს მოუმზადებელი შეხვდა.
მართალია, ვენეციაში თოვლი არ მოსულა, მაგრამ ქალაქის ისტორიული ნაწილი წყალმა დაფარა. არხებში წყლის სიმაღლემ 123 სანტიმეტრს გადააჭარბა. სან-მარკოს ცნობილ მოედანზე ტურისტები მუხლებამდე წყალში დადიან და ქალაქს მაინც ათვალიერებენ.