საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი სოზარ სუბარი საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ხვდება.
საპატრიარქოში ასევე იმყოფებიან, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი ირმა ჭკადუა. პატრიარქისა და სუბარის შეხვედრა დახურულია.
12:00 საათზე პატრიარქი და სასჯელაღსრულების მინისტრი #1 სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოინახულებენ.