უკრაინის სახელისუფლო „რეგიონების პარტია“ უკრაინაში გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოსალოდნელს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი პირველადი მონაცემების შედეგად, გამარჯვებულები არიან.
ეგზიტპოლების შედეგად ვიქტორ იანუკოვიჩის“რეგიონების პარტიამ“ 38,63%,-ი იულია ტიმოშჩენკოს „ბატკვიშჩინამ“ კი 20,12%-ი მოიპოვა. მესამე და მეოთხე ადგილებს შესაბამისად კომუნისტები 15,63%-ით და ვიტალი კლიჩკოს პარტია „უდარი“ 6,71-%-ით ინაწილებენ.
საინტერესოა ერთი ფაქტორი. მართალია, პროცენტულად სახელისუფლო პარტია ლიდერობს, თუმცა თუ ოპოზიციური პარტიების დეპუტატთა რაოდენობას დავითვლით, მაშინ რადაში ისინი იანუკოვიჩის პარტიას აშკარად გადააჭარბებენ.