მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი თავისუფალია. მისი პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ დღეს, სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის განმარტებით გულაშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების ყველა პირობას აკმაყოფილებდა.
შეგახსენებთ, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი ძალოვანებმა საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე 2011 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს.
ამ პერიოდში მალხაზ გულაშვილს ძებნილის სტატუსი ჰქონდა. ვანო მერაბიშვილის უწყება მას, 2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ეძებდა.
გულაშვილს თავისუფლების ერთი წლითა და 6 თვით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.