თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამინისტროში მრჩეველთა ჯგუფის ჩამოყალიბებას გეგმავს. როგორც ალასანიამ განაცხადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაციები უკვე გაიარა დავით თევზაძესთან და გია ყარყარაშვილთან. სამომავლოდ კი დაგეგმილია გენერალთა კლუბთან შეხვედრა.
,,ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმდენი საბრძოლო ოპერაცია მიმდინარეობდა სამხედროები, მინისტრები ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციას მათ აქვთ დიდი გამოცდილება, ამიტომ ამ გამოცდილების გაფლანგვა არ შეიძლება. მინდა სამინისტროში მრჩევსლთა ჯგუფი ჩამოყალიბდეს. ბატონ დავით თევზაძეს უკვე ვესაუბრე და მექნება კიდევ მასთან შეხვედრა. საუბარი მქონდა გია ყარყარაშვილთანაც და ასევე იმ კვირაში დაგეგმილი მაქვს შეხვედრა გენერალთა კლუბთან. ეს ის სამხედროები არიან, რომელთაც უშუალოდ აქვთ მონაწილეობა სამხედრო ბრძოლაში და მათი გამოცდილებაც არ იქნება დაკარგული", - განაცხადა ალასანიამ.