პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დეცენტრალიზაცია უნდა დაიწყოს, რათა რეგიონებმა საკუთარი თავი თვითონ მართონ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პირველ სხდომაზე დასწრებამდე მან განაცხადა:"ის უფლებები, რაც დღეს ავტონომიებს და ასევე სხვა რეგიონებს აქვს, გარწმუნებთ, რომ გაიზრდება გაცილებით მეტი უფლებამოსილება ექნებათ, ვიდრე - დღეს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება გახლავთ. რეგიონებმა საკუთარი თავი თვითონ უნდა მართონ და ამით უნდა ვისწავლოთ ჩვენ პოლიტიკური კულტურა. არ შეიძლება, თბილისიდან იმართოს ყველა რეგიონი. დეცენტრალიზაცია უდნა დაიწყოს რაც შეიძლება, სწრაფად, მაგრამ კანონიერად"