საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დღეს, 12:00 საათზე გაიმართება. პირველ სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს.
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 მანდატი "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, 8 კი - "ნაციონალურმა მოძრაობამ".
ცნობისთვის, ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ბანკი „ქართუს“ აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაძე, პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძე.