LifeNews-ის ინფორმაციით, მილანის სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი იტალიის ყოფილ პრემიერმინისტრ სილვიო ბერლუსკონეს ამინისტიით შეეცვალა.
4 წლის პატიმრობის ნაცვლად, 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ხუთი წლით პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა შეეფარდა. ბერლუსკონემ სახელმწიფო ხაზინას 10 მილიონი ევროც უნდა გადაუხადოს.
76 წლის მედიამაგნატი დასკვნით სასამართლო პროცესს აღარ დასწრებია.მის მაგივრად განაჩენი ადვოკატებმა მოისმინეს.
სილვიო ბერლუსკონეს მილანის სასამართლომ თავდაპირველად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ფინანსური მაქინაციების განხორციელებისთვის.
ბერლუსკონეს Mediaset-ი არაკანონიერ ოპერაციებს ახორციელებდა-იგი იტალიაში ჰოლივუდური ფილმების ლიცენზიის უფლებას საკმაოდ მაღალ ფასად ჰყიდდა, მოგება კი შვეიცარიისა და ბაჰამის ბანკების ანგარიშებზე ირიცხებოდა.