ალ- ქაიდას ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი აიმან ალ-ზავახირი მუსლიმურ სამყაროს მოუწოდებს მოიტაცონ ევროპისა და ამერიკის მოქალაქეები. ლიდერის 58 წუთიანი ვიდეომიმართვა ჯიჰადური ფორუმების საშუალებით გავრცელდა და ამერიკის სპეცსამსახურების მიერ იქნა თარგმნილი.
Agence France Press-ის ინფორმაციით, ალ-ზავახირის განცხადებით, ომი კი არ დასრულებულა, მხოლოდ ახლა იწყება.
„მე მოვუწოდებ ყველა მორწმუნეს მოიტაცონ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც ომს აწარმოებენ მუსლიმების წინააღმდეგ. მხოლოდ ასე შევძლებთ მივაღწიოთ იმას, რომ გუანტანამოს ციხეში მყოფი ჩვენი თანამოაზრენი გავათავისუფლოთ, რადგან ამ ქვეყნების ხელისუფლებას მხოლოდ ძალადობის ენა ესმით“,-განაცხადა ლიდერმა.
ეს აიმან ალ-ზავახირის პირველი მოწოდება არ არის. რამდენიმე ხნის წინ ზავახირის კიდევ ერთი მიმართვა გავრცელდა, სადაც ტერორისტული დაჯგუფების ლიდერი ბენღაზში ამერიკის ელჩის ქრისტოფერ სტივენსის მკვლელობას იწონებდა