ევროპარლამენტის დელეგაცია ირანში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. დიპლომატები ამჯერად ირანის ატომური პროგრამის თემას არ შეეხებიან.
Trend -ის ინფორმაციით, ამჯერად პარლამენტარები ირანის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის გაუქმებას და ადამიანის უფლებების დაცვის გაზრდას მოსთხოვენ.
ევროპელი დიპლომატები ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
„ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ჩვენ შევეცდებით დავარწმუნოთ თეირანი, რათა სახაროვის პრემიის ლაურეატები ბრიუსელში პრემიის მისაღებად გამოუშვას“,აცხადებენ დელეგაციის წევრები.
ევროპარლამენტარების ბოლო ვიზიტი ირანში 2007 წელს გაიმართა.