Е ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონებულია

Е ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა გამოგონებულია

 

ჩინურმა კომპანია Xiamen Innovax Biotech-მა განცხადება Е ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონების შესახებ უკვე გაავრცელა.

ჩინური პორტალის სინხუას ინფორმაციით, ვაქცინა სიამენის უნივერსიტეტში რამდენიმე წლიანი კვლევის შედეგად ჩინელმა ექიმებმა წარმატებას მიაღწიეს. ვაქცინა 113 ათას პაციენტზე გამოსცადეს.

ჯერჯერობით ვაქცინა გასაყიდად ჩინურ ფარმაცევტულ ბაზარზეა ჩაშვებული და Е ჰეპატიტით დაავადებულებს შეუძლიათ შეიძინონ, თუმცა ჩინელები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ის სხვა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზრებსაც მოიცავს.

Е ჰეპატიტი ძირითადად, დაბინძურებული წყლით და საკვებით გადადის. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში ამ დაავადებით 20 მილიონზე მეტი ადამიანია დაავადებული. ვირუსი განსაკუთრებით გავრცელებულია ეგვიპტეში, აგრეთვე სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში.