ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა სამინისტროში დღეს,პირველი სამუშაო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
"საუბარი, რა თქმა უნდა, ძირითად მიმართულებებზე მქონდა, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების , უახლოესი მომავლის ინტეგრაციის მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები და ასევე, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი თანამშრომლობის კუთხით.
ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით , ყველა ნაბიჯს გადავდგამთ და ყველა ღონეს ვიხმართ იმისათვის, რომ საქართველო სანუკვარ მიზანს, როგორიცაა ევროპაში საქართველოს ღირსეული ადგილის დაკავება და ნატოში ინგეტრაცია , კიდევ უფრო დავაახლოოთ ", - განაცხადა პეტრიაშვილმა.