საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ლომაია თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ლომაიას გადაწყვეტილების შესახებ მას ინფორმაცია საგარეო უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ვაშაძემ მიაწოდა.
„მე რამდენადაც ვიცი და ამის შესახებ ბატონმა გიორგი ვაშაძემ ჩამაყენა საქმის კურსში, კახა ლომაიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის თაობაზე", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, საქართველოს დილომატიური წარმომადგენლობის ყველა სხვა ხელმძღვანელი მუშაობას ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.