მოსკოვს იმედი აქვს, რომ რუსი მოქლაქეები, რომლებიც ქართულ ციხეებში სხედან, გათავისუფლდებიან. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს ციხეებში დაუმსახურებლად იხდიან სასჯელს, გათავისუფლებულები იქნებიან“,-განაცხადა ლავროვმა შვეიცარიელ კოლეგა დიდიე ბურკხალტერთან შეხვედრისას.
ლავროვის განცხადებით, საქართველოს წინა მთავრობისას ეს ვერ მოხერხდა. „იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა გაგრძელდება“,-აღნიშნა ლავროვმა.