ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი მთავრობა იქნება  გარანტი, რომ მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებები იყოს ხელშეუხებელი

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი მთავრობა იქნება გარანტი, რომ მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებები იყოს ხელშეუხებელი

"ჩვენი მთავრობა იქნება იმის გარანტი, რომ მოსახლეობის კონსტიტუციური უფლებები იყოს დაცული და ხელშეუხებელი“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა , ბიძინა ივანიშვილმა დღეს პარლამენტში გამართულ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში მისი თქმით, დამკვიდრდება კანონის უზენაესობა. გარდაუვალი გახდება დანაშაულისთვის სასჯელი და პოლიტიკური ნიშნით დევნა.

ივანიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება გაატარებს სასამართლო რეფორმას, რის შედეგადაც სასამართლო პოლიტიკური ხელისუფლების წეზოლისა და გავლენისაგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება.

მისი თქმით, მართლმსაჯულება გახდება დამოუკიდებელი და ხელშეუხებელი.

„ამოქმედდება ქმედითი საკონსტიტუციო კონტროლის მექანიზმები. ჩვენ მივაღწევთ სასამართლოს ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, მათ შორის სასამართლოს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. ჩვენი გუნდის პოლიტიკური ნებაა უზრუნველვყოთ სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრირების პროცესის სრული გამჭვირვალობა და მართლმსაჯულების მთელი  პროცესის საჯაროობა“, - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ისინი შექმნიან ამის პირობებს.