საპარლამენტო უმცირესობის წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის როლანდ ახალაიას განცხადებით, მისი შვილები დათა და ბაჩო ახალაიები ისვენებენ.
„ჩემი შვილები საჯარო მოხელეები აღარ არიან და ისინი ისვენებენ“ - განაცხადა მან.
ჟურნალისტებთან საუბარში ახალაიამ არ დააკონკრეტა, თუ სად იმყოფებიან ყოფილი შს მინისტრი ბაჩო ახალაია და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია.
ახალაიების ადგილ-სამყოფელის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი ბრაზილიაში არიან.