რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით,მას იმედი აქვს რომ მეზობლებთან კარგ ურთიერთობებს დაამყარებს.
დღეს კავკასიის რეგიონში სიტუაცია იცვლება. იმედი ვიქონიოთ, რომ შეიცვლება უკეთესობისკენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა მეზობელთან შევძლებთ კარგი ურთიერთობების დამყარებას“,-განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას გააკეთა.
ლეონიდ თიბილოვი მოსკოვში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრა უკვე გამართა ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის მასმედიის წარმომადგენლებაცს შეხვდება.