სილვიო ბერლუსკონე პენსიაზე გადის

სილვიო ბერლუსკონე პენსიაზე გადის

იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სკანდალური სილვიო ბერლუსკონე პენსიაზე გადის. სახელისუფლებო არჩევნებში, რომელიც იტალიაში 2013 წელს გაიმართება, 76 წლის მედიამაგნატი მონაწილეობას არ მიიღებს. მან უარი განაცხადა „ხალხის თავისუფლების“ პარტიის თავმჯდომარედაც იყაროს კენჭი.

სილვიო ბერლუსკონემ პოლიტიკური კარიერა 1994 წელს, 58 წლის ასაკში დაიწყო. მთელი მისი კარიერის მანძილზე მედია და იტალიის საზოგადოება მის მონაწილეობაზე არა ერთ დანაშაულში ხმამაღლა საუბრობდა. ქალები, სექსუალური ძალადობა, მათ შორის არასრულწლოვანებზე, საფინანსო მაქინაციები-ეს ის არასრული სიაა იმ ჩამონათვალისა, რის გამოც ბერლუსკონეს რამდენჯერმე მოუხდა სასამართლოს წინაშე წარდგომა.

სულ რამდენიმე თვის წინ, ბერლუსკონემ ხმამაღალი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. ექსპერტთა ნაწილმა, ევროკრიზისში ჩათრეული იტალიის ეკონომიკის ფონზე, ძველ პრემიერს წარმატებაც კი უწინასწარმეტყველა, რადგან ბერლსუკონეს ახალი პოლიტიკური განცხადებები ნაციონალიზაციას გულისხმობდა.