დავით საგანელიძე: „ნაციონალების“ ნაწილმა  გუშინ შეკითხვები მხოლოდ იმიტომ დასვა, რომ თავი გამოეჩინა

დავით საგანელიძე: „ნაციონალების“ ნაწილმა გუშინ შეკითხვები მხოლოდ იმიტომ დასვა, რომ თავი გამოეჩინა

"ქართულ ოცნებას" მოსახლეობამ მხარი ძირითადად სწორედ მისი საარჩევნო პროგრამის გამო დაუჭირა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძემ პარლამენტის პლენარული სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში  განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროგრამაზე ასეულობით ადამიანი, სპეციალისტი და ექსპერტი მუშაობდა.

„მათი დიდი ნაწილი, ვინც ამ დოკუმენტს ქმნიდა, უკვე წარმოდგენილია პარლამენტში. ნაწილს კი, როგორც მთავრობის წევრს, საკანონმდებლო ორგანო დღეს დაამტკიცებს", - განუცხადა საგანელიძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გუშინ უმცირესობის ფორმატში გამართულ შეხვედრის ფარგლებში დასმულ შეკითხვებს, საგანელიძის განმარტებით, ეს იყო შეკითხვები მხოლოდ შეკითხვებისთვის.

ზოგიერთ მათგანს კი, მისი თქმით, თავის გამოჩენა უნდოდა, რომ კიდევ პოლიტიკაში დარჩა და სიტყვა ეთქმის.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" გუშინ ბევრი შეკითხვა მხოლოდ შეკითხვისთვის დასვა, მხოლოდ იმიტომ რომ მიკროფონთან ეკეკლუცა. ზოგს თავის გამოჩენა უნდოდა, რომ კიდევ პოლიტიკაში დარჩა და სიტყვა ეთქმის, სამწუხაროდ სხვანაირად ვერ შევაფასებ იმას, რაც გუშინ მოვისმინე", - განაცხადა საგანელიძემ.